ნაოპერაციევმა როს ბარკლიმ ვარჯიში დაიწყო და გუნდის გამოსაცვლელად ემზადება

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონის" 24 წლის ნახევარმცველმა როს ბარკლიმ ბარძაყის ზედა ნაწილზე ოპერაცია გაიკეთა და გვარიანი ნაიარევიც დარჩა. მან ახლახან ვარჯიში დაიწყო და თქვა, რომ ორ კვირაში ან უფრო ადრე ახალი მწვრთნელის სემ ელერდაისის ხელმძღვანელობით ითამაშებს კიდეც.

თუმცა, როსს ნავთსაყუდელის გამოცვლა სურს და რადგან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, ნაახალწლევს სასურველ კლუბთან მოლაპარაკების დაწყების უფლება აქვს.

ცნობისათვის, ბარკლის სამსახურით "ჩელსი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული