ინგლისური Mirror-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა როს ბარკლიმ ტაქსით იმგზავრა, ავტომობილი დაანაგვიანა და ფულის გადახდაც არ უნდოდა.
აღნიშნული შემთხვევა ლივერპულში მოხდა. მანქანაში მჯდომმა ბარკლიმ სალონში ჩიფსები დაყარა, მძღოლის მითითება არ გაითვალისწინა და დაყრილი ჩიფსები არ აიღო. ტაქსისტი გაჩერდა, წასვლაზე უარი განაცხადა და ბარკლის ფულის გადახდა მოსთხოვა. ამაზე ფეხბურთელმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ნაღდი ფული არ ჰქონდა.
ტაქსის მძღოლმა პოლიციაში დარეკა და მოსული პოლიციელები ნახევარი საათი ესაუბრებოდნენ ბარკლის. გამვლელები დასცინოდნენ კიდეც მას, რომ ტაქსის ფულის გადახდაც არ
შეეძლო. მათივე მტკიცებით, ფეხბურთელი ნასვამი იყო და ფეხებზე თავის შეკავებაც უჭირდა.
საბოლოოდ, ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც პოლიციელები ბარკლის უახლოეს ბანკომატამდე წაჰყვნენ და ტაქსისტისთვის მისაცემი თანხა გამოატანინეს.