Daily Record-ის ცნობით, თუ ლონდონის "ჩელსის" მწვრთნელი ანტონიო კონტე გადააყენეს, მის ნაცვლად გუნდში კარლო ანჩელოტის დააბრუნებენ, რომელიც "არისტოკრატებს" 2009-2011 წლებში ედგა სათავეში.
"ბაიერნიდან" დათხოვნილი ანჩელოტი ამჟამად კანადაში ცხოვრობს მეუღლესთან და მიუნხენიდან ავეჯი ლონდონში გადააზიდვინა.
შეგახსენებთ, კარლომ იტალიის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი განაცხადა.