იურგენ კლოპი: ჩემი გუნდის თამაშით სიამოვნება მივიღე

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-18 ტურში, სტუმრად "ბორნმუთის" დამარცხების (4:0) შემდეგ, "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი ფრიად გახარებული გახლდათ:

"დღევანდელ მატჩში ყველაფერი მომეწონა. ეს შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. ვიცოდით, თუ ნებას დავრთავდით, როგორ შეეძლო მეტოქეს თამაში. მომეწონა სხვადასხვა სიტუაციაში ჩემი გუნდის დაცვაში მოქმედება.

ჩვენი პირველი გოლი ფანტასტიკური იყო, მესამე კი მსოფლიოს კლასისა. მეტის გატანაც შეგვეძლო. თამაშით სიამოვნება მივიღე. "ლივერპულს" სტაბილურობა მართებს, რადგან ჩვენ "ლივერპული" ვართ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული