"ქალაქელები" პეპ გვარდიოლას ახალ კონტრაქტს და წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონს შესთავაზებენ

AutoSharing Option
"გარდიანის" ცნობით, "მანჩესტერ სიტის" პატრონები ძალიან კმაყოფილი არიან გუნდის თამაშით და მწვრთნელს პეპ გვარდიოლას კონტრაქტის 4 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებენ. თუ პეპი წინადადებას დათანხმდა, მისი წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ფუნტი გახდება.

გამოცემის მტკიცებით, "სიტის" უნდა გვარდიოლამ ისეთივე წარმატებული გუნდი შექმნას, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო 27 წლის მანძილზე სერ ალექს ფერგიუსონის მენეჯერობისას.

გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტი" 2016 წელს ჩაიბარა და სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული