მატეო დარმიანს იტალიაში დაბრუნების ვარიანტები აქვს

AutoSharing Option
იტალიურ კლუბებს, ტურინის "იუვენტუსსა" და "ნაპოლის", "მანჩესტერის" მცველის გადაბირება სურთ. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

28 წლის უკანახაზელი "წითელ ეშმაკებში" სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამიტომ კლუბის დატოვებას აპირებს.

ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს "ნაპოლი" იჩენს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეთავაზების გაკეთებასაც აპირებს.

მატეო დარმიანი "მილანის" აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, "პალერმოს", "პადოვას" და "ტორინოს" ღირსება დაუცავს.

"მანჩესტერის" ფორმით იგი 2015 წლიდან ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული