გაბრიელ ჟეზუსი: ნეიმარი თავმდაბალი ადამიანია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა გაბრიელ ჟეზუსმა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების პერიოდი გაიხსენა.

20 წლის ფორვარდის განცხადებით, გუნდის ლიდერი უდავოდ ნეიმარი იყო.

მისივე თქმით, პსჟ-ის შემტევი ძალიან თავმდაბალი ადამიანია, რამაც იგი ძალიან გააოცა.

"ნეიმარი ძალიან თავმდაბალი ადამიანია. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს იგი ყველას, როგორც თავის ძმას, ისე ექცეოდა, რამაც გუნდში დადებითი განწყობა შექმნა.

მინახავს ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევიათ და ყველას ზემოდან უყურებენ, ნეიმარის შემთხვევაში კი, ყველაფერი პირიქითაა", - განაცხადა ჟეზუსმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიის
საფეხბურთო ნაკრებმა "მარაკანაზე" ფინალურ შეხვედრაში გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული