ჟოზე მოურინიო: "ბრისტოლს" ცოტა გაუმართლა კიდეც

AutoSharing Option
"მანჩესტერი" ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში სტუმრად ჩემპიონლიგის "ბრისტოლთან" 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. გამარჯვების გოლი მასპინძლებმა 90+3-ე წუთზე გაიტანეს.

სხვათა შორის, მოუს გაწვრთნილი გუნდი მეორედ დამარცხდა თასზე ქვედადივიზიონის წარმომადგენელთან - 2014/2015 წლების სეზონში მისი "ჩელსი" თასიდან "ბრედფორდმა" გამოაგდო.

ნამატჩევს მოუმ შემდეგი ბრძანა:"მაგათ მაგრად იბრძოლეს და ცოტა გაუმართლათ კიდეც. ორჯერ გავარტყით ბურთი ძელს.

"ბრისტოლმა" შესანიშნავად ითამაშა. გმირულად იბრძოლეს, თითქოს მათი ცხოვრების მთავარი შეხვედრა იყო. ალბათ, ასეც იყო".

ლიგის თასის 1/2 ფინალში ერთმანეთს "ჩელსი" და "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" და "ბრისტოლი"
შეხვდებიან. მატჩები პირველად დასახელებული გუნდების სტადიონებზე 22 იანვარს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თარჯიმან-ტრენერი როცა აგებს, ან მსაჯის ბრალია, ან მეტოქეს გაუმართლა :-) ერთხელ მაინც არ უჯობია მეტოქეს მისი გუნდისთვის?
მორალი: ადამიანი შეიძლება რაიმე მიმართულებით ნიჭიერი იყოს, მაგრამ უზნეობას ვერ დამალავს
tali
13:31 21-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული