03:23 21-12-2017
"ბრისტოლის" ახდენილი ოცნება - "მანიუს" დამარცხება და "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ამ მატჩის წინ მათი გუნდის მენეჯერმა ლი ჯონსონმა განაცხადა, რომ "მანიუს" მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან უნდოდა 5-10 წუთით გასაუბრება და ამიტომ პორტუგალიიდან მისი საყვარელი ღვინო Barca Velha Red 2004 ჩაატანინა. ამისათვის კი ქალიშვილის ყულაბიდან 450 ფუნტი ამოიღო.
მოკლედ, პირთამდე გაივსო 26-ათასიანი სტადიონი და როდესაც მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-3 წუთზე ნახევარმცველმა კორი სმიტმა გამარჯვების გოლი გაიტანა, იქაურობა კინაღამ დაინგრა. მოედანზე გულშემატკივრები გადახტნენ, ხოლო ჯონსონს ბურთის მიმწოდებელი ბიჭი შეახტა.
თამაშის შემდეგ ლიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:"სიამაყის გრძნობა დამეუფლა. "მანიუს" ძლევა - ეს წარმოუდგენელია. მამაჩემი სულ ამტკიცებდა, რომ "ბრისტოლის" ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყო, დღეს კი ალბათ, ეს "წოდება" წავართვი.
არა მგონია ხვალ ყველა ჩვენი ფანი სამუშაოზე წავიდეს, სავარაუდოდ გამარჯვებას აღნიშნავენ".
22 იანვარს ლიგის თასის ნახევარფინალში "ბრისტოლი" "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული