"ჩელსი" ტიბო კურტუას "რეალში" არ გაუშვებს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც დაირხა ხმები, ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას გადაბირებას მადრიდის "რეალი" ცდილობსო, "არისტოკრატების" ხელმძღვანელები დაფრთხნენ და ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 200 ათას ფუნტამდე გაიზრდება და თუ დათანხმდა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გოლკიპერი გახდება.

ჯერ უცნობია კიპერის პასუხი. ისე, ადრე მან ხელშეკრულების გახანგრძლივება იუარა. ცნობისათვის, ესპანეთში ტიბოს ორი შვილი ცხოვრობს და ამიტომაც მიუწევს გული უფრო იქითკენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული