სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტიში" თავის მომავალზე შეფიქრიანებულია

AutoSharing Option
ამ სეზონში "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა თავდამსხმელების გაბრიელ ჟეზუშის და სერხიო აგუეროს როტაციას ახდენს,  პრინციპულ მატჩებში "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ნაპოლისთან" უპირატესობა ბრაზილიელს მიანიჭა, ხოლო "ტოტენჰემთან" შეხვედრის 58-ე წუთზე შეცვლის შემდეგ, გაბრაზებულმა აგუერომ ხელთათმანები გადაყარა.

ESPN-ის ცნობით, არგენტინელი ფორვარდი ამის გამო შეფიქრიანებულია და ამას ისიც ემატება, რომ ზაფხულში "ქალაქელები" სავარაუდოდ "არსენალის" თავდამსხმელს ალექსის სანჩესს დაიმატებენ, რომელიც გვარდიოლასთან "ბარსელონაში" თამაშობდა.

"დეილი მეილი" კი ამტკიცებს, რომ კუნი შარშანაც შეშფოთებული იყო ამის გამო და მაშინ კლუბის პრეზიდენტი ჰალდუნ ალ მუბარაკი ლოს ანჟელესში შეხვედრისას
სიტუაციის დარეგულირებას დაპირდა, თუმცა არაფერი არ შეიცვალა.

ამასთან, გამოცემა ირწმუნება, რომ პეპს სერხიოსთან ურთიერთობაში პრობლემა არა აქვს და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის გაყიდვას არ გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაური შეასწორეთ: გვარდიოლას მაგივრად კუნი ჩაწერეთ.
jaba
02:00 23-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული