კლუბის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა წინა ხაზზე ხშირად მიმართავს როტაციას. ძირითად შემადგენლობაში ზოგჯერ გაბრიელ ჟეზუსია, ზოგჯერაც სერხიო აგუერო.
ინგლისელმა ჟურნალისტებმა გვარდიოლას სწორედ ამის შესახებ დაუსვეს კითხვა და აგუეროს მომავალზეც დაეკითხნენ.
"აგუერო შესანიშნავი ფეხბურთელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. იგი ლეგენდაა და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთან თამაშობს და გოლებს იტანს.
მეც ფეხბურთელი ვიყავი და მესმის, რომ ყველას ძირითადში თამაში უნდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სასტარტო შემადგენლობაში ან
მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელები ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან და ერთმანეთს პატივს სცემენ.
აგუეროს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მან თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს, თუმცა იმედი მაქვს ჩვენთან დარჩება", - განაცხადა გვარდიოლამ.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით