პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ სიტიმ" პირველი წრე 13 ქულით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" "ბორნმუთი" გააფარჩაკა (4:0), მიჯრით მე-17 გამარჯვება მოიპოვა და თავისივე რეკორდი გაიმეორა. წელს "ქალაქელებმა" 100 გოლი გაიტანეს. ამაზე მეტი გოლი მხოლოდ "ლივერპულმა" გაიტანა 1982 წელს (106).

"სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ნამატჩევს დუბლის შემსრულებელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო აქო და ადიდა - განსაკუთრებული ფეხბურთელია და მიხარია გოლები რომ გააქვსო. მერე დასძინა, რომ მსოფლიოში იდეალური არავინაა და არც მათი მიზანი არაა ეს.


"მანჩესტერ სიტის" უახლოესმა მდევარმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად გაუშვა ხელიდან
გამარჯვება 74-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ "ლესტერთან" და "სიტიმ" პირველი წრე 13 ქულით მოიგო. აღსანიშნავია, რომ გამათანაბრებელი გოლი "მანიუს" 90+4-ზე წუთზე მცველმა ჰარი მაგუაირმა გაუტანა. ჰარიმ თქვა, რომ ეს ფრე მათთვის მოგების ტოლფასია და სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკეთ თამაში მართებთ.


"ჩელსის" ლივერპულში" უგოლო ფრით დაკმაყოფილება მოუწია "ევერტონთან", ხოლო "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის დუბლით გასვლაზე "ბარნლი" გაანადგურა. სხვათა შორის, კეინმა წელს მე-7 ჰეთ-ტრიკი მიითვალა, წელს პრემიერლიგაზე 36 გოლი გაიტანა, ალან შირერის რეკორდი გაიმეორა, სულ ყველა ტურნირზე წელს 53 გოლი გაიტანა და 1 გოლით ჩამორჩება "ბარსელონას" თავდამსხმელს ლეო მესის. თუმცა, 26 დეკემბერს "დეზები" "საუთჰემპტონს" ხვდებიან და მას შეუძლია მესისაც გაასწროს და შირერის რეკორდიც დაამხოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული