ემანუელ ებუე: აღარაფერი გამაჩნია, სუიციდზე ვფიქრობდი...

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილი ვარსკვლავი ემანუელ ებუე, რომელიც ადრე მილიონებს გამოიმუშავებდა გაკოტრდა.

"მეთოფეთა" ყოფილი მცველი მეგობრის სახლში ცხოვრობს, იატაკზე სძინავს და საკუთარ ტანსაცმელს თავად რეცხავს.

ებუეს თქმით, იგი სუიციდზეც ფიქრობდა.

"მე ყველაფერს ჩემი ხელით ვრეცხავ და ხელები ძალიან გამიუხეშდა, ასე მგონია ფერმაში ვმუშაობ.

იმის ფულიც კი არ მაქვს, რომ გადასახადები გადავიხადო. ცოლს გავშორდი, ახლა, 12 და 14 წლის შვილებიც ნახვაც კი არ შემიძლია.

თურქეთში 8 მილიონი გამოვიმუშავე და ყველაფერი მათ გავუგზავნე, ძალიან გულუბრყვილო ვარ.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით მე სუიციდზეც ვფიქრობდი", - აღნიშნა
ებუემ.

მომზადებულია The sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული