ინგლისური პრესა: კევინ ტრაპი თითქმის "ლივერპულელია"

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ლივერპულს" პსჟ-ის მეკარის, კევინ ტრაპის შეძენა სურს და უფრო მეტიც, გერმანელ კარის დარაჯს "ენფილდზე" სავარაუდოდ, იანვარშივე ვიხილავთ.

"მერსისაიდელთა" მთავარი მწვრთნელი ახლანდელი მეკარეების, კარიუსისა და მინოლეს თამაშით უკმაყოფილოა. ამიტომ ამ პოზიციაზე გაძლიერებას აპირებს.

თავის მხრივ, ტრაპიც არაა წინააღმდეგი, "პარკ დე ფრენსი" დატოვოს, რადგან იგი ალფონს არეოლამ ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო.

ჟურნალისტებმა მეკარეს სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

"ლივერპული" დიდებული კლუბია, კლოპი კი - ჩინებული სპეციალისტი. რა თქმა უნდა, პრემიერლიგის დიდი ფანი ვ
არ და ამ ჩემპიონატში სიამოვნებით ვითამაშებდი.

ჯერჯერობით კლუბი არ შემიცვლია, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ტრაპმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული