ნიკოლას ოტამენდიმ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და არგენტინის ნაკრების მცველი ნიკოლას ოტამენდი "ეტიჰად სთედიუმზე" 2022 წლამდე დარჩება.

სამხრეთამერიკელს  "ქალაქელებთან" მოქმედი ხელშეკრულება 2020 წელს ეწურებოდა, თუმცა პრემიერლიგის ლიდერი კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივა.

ოტამენდი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

არგენტინელი "სიტიში" 2015 წელს "ვალენსიას" რიგებიდან გადაბარგდა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული