ჟოზე მოურინიო: ეს მინიმუმია, რაც ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობისათვის დაიმსახურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-20 ტურში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" 0:2-დან შემოუტრიალა თამაში "ბარნლის". ორივე გოლი ნახევარმცველმა ჯესი ლინგარდმა გაიტანა, თანაც ბოლო გოლი კომპენსირებულ დროში. ნამატჩევს "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ მატჩი ასე შეაფასა:

"დიახ, დღეს გამარჯვება გვმართებდა, თუმცა 0:2-ის შემდეგ გუნდის რეაქციით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა იბრძოლეს და მათზე აუგი არ მეთქმის. ვაქებ ქულის გადარჩენისათვის.

არ ვიცი მეტოქემ როგორ მოახერხა 2 გოლის გატანა. ამის მერე გავრისკეთ, ერთი მცველი, ჯონსონი დარჩა უკან და ანგარიში გავათანაბრეთ. ამხელა უპირატესობისას 2 გოლი არაფერი არაა. ლინგარდი შეცვლაზე შევუშვი და
დაგვეხმარა. მან და მხითარიანმა გუნდს დინამიკა შესძინეს.

ფრე წაგება არაა და ეს მინიმუმია, რაც ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობისათვის დაიმსახურეს. ჩვენი მოწინააღმდეგეც კალენდრის მჭიდრო გრაფიკისათვის დაისაჯა. "ბარნლიმ" ორჯერ დაარტყა ჩვენს კარში და ორივეჯერ გოლი გაიტანა. ისევე როგორც წინა შეხვედრაში "ლესტერთან", ამჯერადაც გამარჯვებას ვიმსახურებდით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული