ვენსან კომპანის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ბიზნესის მაგისტრი გახდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველის ვენსან კომპანის "ნიუკასლთან" მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და პრემიერლიგის მორიგ ტურში ითამაშებს.

კომპანიმ მანჩესტერის ბიზნეს-სკოლაში გამოცდებში 100 ქულიდან 72 მიიღო და მაგისტრის ხარისხი დაიმსახურა.

"ყოველთვის მესმოდა, რომ განათლება მნიშვნელოვანია. ამას დედა ბავშვობიდანვე მეუბნებოდა. სკოლის დამთავრება მისი დამსახურებაა და მას ვუძღვნი. სკოლის პროგრამა ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო",-განაცხადა ვენსანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული