პეპ გვარდიოლა: ჩვენ ფეხბურთელებს ვკლავთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "უოტფორდი". ანგარიში ამ შეხვედრაში რახიმ სტერლინგმა 38-ე წამზე გახსნა და მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, რომელიც ტრავმირებულ თანაგუნდელს გაბრიელ ჟეზუშს მიუძღვნა.

"ქალაქელებმა" 20 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 15 ქულით უსწრებენ მე-2 ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" და 17-ით მესამეადგილოსან "ჩელსის", რომელიც დღეს "არსენალს" ხვდება.

ნამატჩევს მოკლე კომენტარი "სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:"მართლა კარგად ვითამაშეთ. "კრისტალ პალასთან" დაკარგული ქულების შემდეგ ფეხბურთელებს გავესაუბრე. დიდ გუნდებსაც შეუძლიათ ქულები დაკარგონ, ოღონდ
ხშირად არა. 5 ფეხბურთელი შევცვალე. მესმის, "ინგლისში შოუ უნდა გაგრძელდეს", მაგრამ ასეთი გრაფიკი არაა ნორმალური.

ჩვენ ვკლავთ ჩვენს ფეხბურთელებს. ფეხბურთის ასოციაცია არ ფიქრობს მოთამაშეებზე, არადა უნდა ფიქრობდეს. ბიჭები 11 თვე შეუსვენებლივ თამაშობენ. მათ დაცვა სჭირდებათ, თუმცა ვიცი, ეს არ მოხდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული