ჩაკვეტაძის გოლმა "უოტფორდი" სახლში "კარდიფ სიტისთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის ოცდამეოთხე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კარდიფ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა, რომელიც აქამდე ბოლოსწინა, ოცდამესამე პოზიციაზე იმყოფებოდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 23 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. დღევანდელ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore. 6.9, flashscore 6.9, whoscored 6.7.

„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეექვსე ადგილზეა და 1-ელ იანვარს ლონდონში „ქუინზ პარკს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - კარდიფ სიტი 1:2
გოლები: 0:1 რობინსონი (1), 1:1 ჩაკვეტაძე (38),
1:2 რობინსონი (45)

altჩაკვეტაძის თანაგუნდელი გოლის ცეკვით აღნიშვნისთვის გააძევეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი გაიტანა მაგრამ ერთი რამე კიდევ ერთხელ მომხვდა თვალში-ჩვენმა ორივე ლიდერმა ხვიჩამ და ჩაკვემ კარში არ იციან დარტყმა,ეს გოლიც ბაჩოკით შეაგორა,რო ყოფილიყო საჯარიმოს მისადგომებთან ან პენალტის ნიშნულთან საიდანაც ბადე უნდა გახიო ალბათ პასის მიცემაზე დაიწყებდა ფიქრს.
საბედნიეროდ გვყავს ჟორჟი და ბუდუ,მაგრამ ამათი ეს ნაკლი გამოჩნდა ბოლო სახლის თამაშებში.
დააკვირდით-ბოლოს ძირითადად ჟორჟს გააქვს,ან პენალტებს ვიტანთ.
კარში დარტყმაზე უნდა იმუშაონ მეტი ნახევარმცველებმა და ჩვენ გუნდი ვერ მოგვიგებს.
Levani
12:32 30-12-2024
1
ყველაზე ინტელექტუალმა წართველმა ფეხბურთელმა ისევ გაიტანა!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს!
12:13 30-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული