ანტონიო კონტე ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" დატოვებს

AutoSharing Option
"სქაი სპორტ იტალიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტე ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" ნებისმიერ სიტუაციაში დატოვებს.

იტალიელი სპეციალისტის სახელი ორ გრანდს, პსჟ-სა და მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირდება.

კონტეს გვარმა ასევე "მილანთან" დაკავშირებითაც გაიჟღერა, თუმცა ეს ვარიანტი უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

იტალიელმა დამრიგებელმა "ჩელსი" გასული სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და კლუბთან ერთად პირველივე სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული