ტიბო კურტუას წასვლის შემთხვევაში "ჩელსი" დონარუმას გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
ტიბო კურტუას წასვლის შემთხვევაში, ლონდონის "ჩელსი" ჯანლუიჯი დონარუმას დამატებას შეეცდება.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "არისტოკრატები" ბელგიელ კარის დარაჯთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობენ, თუმცა ალტერნატიული ვარიანტი უკვე მზად აქვთ.

კურტუას ლონდონელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

თავის მხრივ, იტალიელი გოლკიპერის სახელს პსჟ-საც უკავშირებენ.

თუმცა, ბოლოს დონარუმამ ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა, რომ "მილანთან" 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და "როსონერიში" ყოფნით ბედნიერია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული