"ქალაქელებს" ფეხბურთელის გადაბირება დიდი ხანია სურთ, თუმცა ბოლო დროს ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტი დაემატა.
"სიტის" ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუსმა ტრავმა მიიღო, რომელიც ორი თვე იუქმებს და ხოსეპ გვარდიოლასაც ბრაზილიელის ჩანაცვლება სწორედ ჩილელით სურს.
გარდა ამისა, სანჩესს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლება, რაც ამ ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
"სიტი" "არსენალს" სამხრეთამერიკელი შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაუხდის.