გავლენიანი ბრიტანული გამოცემების მტკიცებით, პარიზელთა ყოვლისშემძლე ხელმძღვანელობა, პეპის ხელში ჩასაგდებად, ზაფხულში ყველა ღონეს იხმარს.
გვარდიოლას, "სიტისთან" კონტრაქტი 16 თვეში უმთავრდება, იგი გასამრჯელოდ, წელიწადში 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ პარიზელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადრე სხვა მწვრთნელთა გვარებიც გავრცელდა.
საუბარია, ანტონიო კონტესა და კარლო ანჩელოტის შესაძლო დაბრუნებაზე.