ლეროი სანეს ტრავმამ პეპ გვარდიოლა აღაშფოთა

AutoSharing Option
ინგლისის თასზე "კარდიფის" დამარცხების (2:0) შემდეგ "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მსაჯებმა უხეშობას უნდა ებრძოლონ:

"მსაჯებმა უნდა დაიცვან ფეხბურთელები. ვერ გეტყვით რატომ გაგვიუქმეს გოლი, მაგრამ ამას შემიძლია შევეგუო, მაგრამ არბიტრებმა უნდა დაიცვან არამარტო ჩემი, არამედ ყველა გუნდის ფეხბურთელები.

დასასჯელი უნდა დასაჯონ. განსაკუთრებით უხეში მოთამაშეები. სანე ტრავმირებულია. არ ვიცი რამდენი ხანი გაუცდება, მე ექიმი არა ვარ.

სეზონში 4 ტროფეის მოგება? არა. ჩემპიონატის დაუმარცხებლად ჩატარებაზე მეკითხებოდნენ და ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია. საკმარისი ფეხბურთელები არა გვყავს, ბევრი ტრავმირებულია, ეს შეუძლებელია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული