ინგლისის თასზე "კარდიფთან" მატჩში "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ლეროი სანემ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა:
"ყველას მადლობას გიხდით შეტყობინებების გამოგზავნისთვის. კოჭ-წვივის ტრავმა მაქვს, მაგრამ არც ისე სერიოზული, როგორც ვარაუდობდნენ.
მალე აღდგენითი პროცესი დამეწყება და ვეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე".