იურგენ კლოპი: ლაინსმენის გადაწყვეტილებამ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია

AutoSharing Option
პრემიერლიგის 26-ე ტურში "ტოტენჰემმა" "ენფილდზე" 90+5-ე წუთზე ჰარი კეინის მიერ გატანილი გოლით ფრეს (2:2) მიაღწია "ლივერპულთან". ნამატჩევს "წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა კომენტარი:

"ორი მაგარი გუნდი გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა. ლაინსმენის გადაწყვეტილებამ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. უნდა შევურიგდეთ ბედს. ესაა და ეს.

ამიხსნა თუ არა მოსმა თავისი გადაწყვეტილება? მე მსაჯების ოთახში საათნახევრის განმავლობაში შესვლის უფლება არა მაქვს. ნაღდი თამაშგარე იყო. არც ვიცი რაზე მსჯელობდნენ.

ვან დეიკი ლამელას შეეხო, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ არგენტინელი ამ შეხებას ელოდა. ყველამ კარგად
ნახეთ პირველ ტაიმში რამდენ უხეშობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ წესების დარღვევა არ დაფიქსირდა.

ბევრი შესანიშნავი მომენტი გვქონდა, თუმცა უკეთესადაც შეგვეძლო თავი დაგვეცვა. შეიძლება თუ არა "დეზებთან" 90 წუთის მანძილზე ბურთის კონტროლირება? არა მგონია, ეს ძლიერი გუნდია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული