The Telegraph-მა ანტონიო კონტეს ადგილზე კანდიდატთა სია წარმოადგინა

AutoSharing Option
ინგლისურმა გამოცემა The Telegraph-მა იმ მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" ანტონიო კონტეს ადგილი დაიკავონ.

"არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის მთავარი კანდიდატი "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკე აღმოჩნდა. მეორე ადგილი გუს ჰიდინკს ერგო, რომელსაც ადრეც უმუშავია ლონდონურ კლუბში.

მესამე კი ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

სხვა კანდიდატები:

დიეგო სიმეონე - მადრიდის "ატლეტიკო"
მაურიციო სარი - "ნაპოლი"
ზინედინ ზიდანი - მადრიდის "რეალი"
მარკუ სილვა - "უოტფორდის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი
ბრენდან როჯერსი - გლაზგოს "სელტიკი"
ფრენკ ლამპარდი - ლონდონის
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული