ინგლისური პრესის ცნობით, იმის გამო, რომ "მანჩესტერ სიტიში" არ გაყიდეს, ალჟირელი ნახევარმცველი რიად მარეზი აგერ უკვე ერთი კვირაა "ლესტერში" ვარჯიშზე არ გამოცხადებულა და უგზო-უკვლოდ დაკარგულს ამაოდ ეძებენ.
კლუბმა რიადს შეუთვალა შეწყვიტოს თვითმკვლელობის ტოლფასი ბოიკოტი და 200 ათასი ფუნტით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, "ქალაქელები" მზად იყვნენ მის ტრანსფერში 65 მილიონი ფუნტი გადაეხადათ.