ალექსის სანჩესმა მთელი თავისი ოჯახი პარიზში გადააფრინა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ახალწვეულმა თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა ახალ გუნდში "ჰადერსფილდთან" მატჩში გოლი გაიტანა და გახარებულმა მთელი თავისი ოჯახი პარიზში კერძო თვითმფრინავით გადააფრინა.

ჩილელი ფორვარდის ყოველკვირეული გასამრჯელო 350 ათასი ფუნტია და შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს.

"მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ ალექსისის გოლი მთლად საოცნებო არ ყოფილა, მაგრამ გოლი მაინც გოლია.

კვირას "იუნაიტედი" "ნიუკასლს" ხვდება და ეგებ სანჩესმა ამ გუნდს გაუტანოს "საოცნებო გოლი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული