შაბათს პრემიერლიგის 27-ე ტურში ჩატარებული შეხვედრებიდან გამოსარჩევი ორია. რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა "ტოტენჰემისა" და "არსენალის" დაპირისპირება გახლდათ, რომელზეც ინგლისის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი დამყარდა - "უემბლიზე" მატჩზე 83 222 მაყურებელი მივიდა და "დეზების" გამარჯვებით დასრულდა 1:0.
ამ თამაშის წინ ჰარი კეინმა გაიხსენა თუ როგორ გაუშვეს "არსენალის" აკადემიიდან როგორც არაპერსპექტიული ფეხბურთელი და ყოველთვის ცდილობს დაუმტკიცოს "მეთოფეებს" როგორი შეცდომა დაუშვეს. ამჯერადაც დაუმტკიცა და სწორედ მისი გატანილი გოლით გაიმარჯვა მისმა გუნდმა. სხვათა შორის, მან "მეფოფეების" კარი მეშვიდედ დალაშქრა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ემანუელ ადებაიორს ჩამორჩება (8 გოლი). კეინმა თქვა, რომ 3 მატჩში 7 ქულა აიღეს და ახლა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალზე უნდა იფიქრონ. და კიდევ: "არსენალის" მეკარემ პიოტრ ჩეხმა ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაუშვა გოლი და თავისი ანტირეკორდი "გააუმჯობესა".
"ლესტერმა" მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო "მანჩესტერ სიტის", 1:1-ზე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ კი გატყდა და 1:5 განადგურდა. პრემიერლიგაზე მე-3 პოკერი შეასრულა სერხიო აგუერომ და განაცხადა, რომ განსაკუთრებით მეოთხე გოლმა გაახარა, რამეთუ კარგა ხანია საჯარიმოდან არ დაულაშქრავს მეტოქის კარი. ცნობისათვის, კუნს მიჯრით მე-5 სეზონია 25 და მეტი გოლი გააქვს.
დღეს "მანჩესტერი" გასვლაზე "ნიუკასლს" ხვდება, "ლივერპული" "საუთჰემპტონს", 13 თებერვალს კი "ჩელსი" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლებს.
05:00 11-02-2018
პრემიერლიგა. XXVII ტური: კეინის მორიგი შურისძიება და აგუეროს პოკერი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული