ნამატჩევს "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ შემდეგი განაცხადა:"მეტოქე მხეცივით იბრძოდა. იმედია, ამას კომპლიმენტად მიიღებენ. საფეხბურთო ღმერთები მათ მხარეზე იყვნენ.
ამ გუნდმა შესაძლებელი და შეუძლებელი გააკეთა და ამაშია ფეხბურთის მშვენიერება. "ნიუკასლი" ქულისთვის იბრძოდა. გოლი შეცდომის შედეგად გავუშვით და მერე მოწინააღმდეგე მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა".