ფეხბურთელის კარიერის დროს, როცა გვარდიოლა "ალ-ახლიდან" წამოვიდა 2005 წელს, მას "უიგანში" სურდა თამაში.
"ეს დიდი ხნის ამბავია. არც ისე კარგ ფორმაში ვიყავი. ახალგაზრდაც არ ვიყავი, როცა "უიგანში" მივედი. მინდოდა კლუბს ავეყვანე, რადგან ინგლისში თამაში მინდოდა, მაგრამ საჭირო დონეზე თამაშს უკვე ვერ ვახერხებდი. "უიგანი" ჭკვიანურად მოიქცა, საკმარისად კარგი არ ვიყავი", - აღნიშნა გვარდიოლამ.