"გუნდი წარუმატებლად იასპარეზებს თუ არა, მედიასაშუალებები მაშინვე მწვრთნელის გადაყენებაზე იწყებენ საუბარს. "ბარნლისთან" დამარცხების მერე უკვე იუწყეს ჩემი გადაყენება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მომწონს კიდეც ზეწოლა. მთავარია, ამან ფეხბურთელებზე არ იმოქმედოს.
უკვე ვთქვი, რომ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული. ამ გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა ბედნიერება ორმხრივი უნდა იყოს. მწვრთნელს ჩემოდანი ყოველთვის გამზადებული უნდა გქონდეს. წასვლას არ ვაპირებ, ხოლო თუ რამე შეიცვალა, მოვლენების განვითარების რამოდენიმე ვარიანტი იქნება".