"იმდენად სულელი არა ვარ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ღია ფეხბურთი ვითამაშო და 0:3 წავაგო. თქვენ არსენ ვენგერს 3 გაშვებული გოლის გამო აკრიტიკებდით. ექსპერტებმა ტაქტიკაზე საუბრისას სჯობს ცოტა თავი გაანძრიონ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 30 წამში გავუშვით გოლი. ამის შემდეგ თამაშში დაბრუნება ძნელი იყო. ფანტასტიკურ გუნდს შევხვდით. ჩვენი კომპლიმენტები "ქალაქელებს".
ასეთ გუნდს თავისუფალი ზონები არ უნდა დაუტოვო, რადგან არაჩვეულებრივად იყენებს".