თავისი გუნდის უსახურობით უკმაყოფილოა ნახევარმცველი ედენ აზარი და ნავთსაყუდელის გამოცვლას გეგმავს. "ტაიმსი" ირწმუნება, რომ ბელგიელი 2020 წლამდე მოქმედ კონტრაქტს არ გააგრძელებს და "რეალში" გადასვლას შეეცდება, რომელიც მზადაა ტრანსფერში 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ედენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.