თუ ტრანსფერებზე ფულს არ მოსთხოვს, აბრამოვიჩი კონტეს დატოვებს

AutoSharing Option
დღეს "ეკიპმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჩელსის" მენეჯერი ანტონიო კონტე ზაფხულში პსჟ-ს ჩაიბარებს, თუმცა "სანი" ირწმუნება, რომ იტალიელი სპეციალისტი შეიძლება "ჩელსიში" დარჩეს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონტე კლუბის პრეზიდენტს რომან აბრამოვიჩს ფეხბურთელთა შესაძენად ფულს არ მოსთხოვს.

კონტემ არაერთხელ განაცხადა, რომ "ჩელსი" ტრანსფერებზე საკმარის ფულს არ ხარჯავს და "მანჩესტერ სიტისთან" კონკურენციის გაწევა ამიტომ უჭირთ.

ანტონიოს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული