The Sun: ჰარი კეინს "ტოტენჰემში" დარჩენა სურს, მაგრამ...

AutoSharing Option
გავლენიანი ინგლისური გამოცემა "სანის" ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდ ჰარი კეინს გუნდში დარჩენა სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სანაცვლოდ გარანტიებს მოითხოვს.

საქმე იმაშია, რომ დეზების შემტევს ამბიციურ გუნდში სურს ასპარეზობა. იგი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას ითხოვს და ამასთანავე, გაძლიერებაც უნდა.

თუმცა, "ტოტენჰემს" გუნდის ორი მცველის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. დენი როუზისა და ტობი ალდერვეილელდის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან სურს.

ლონდონელების სამიზნე კი "ფულემის" ამომავალი ვარსკვლავი რაიან სესენიონია. აქვე გეტყვით, რომ "ტოტენჰემი" მომდევნო სეზონიდან ახალ, შესანიშნავ სტადიონზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული