პრემიერლიგის 30-ე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი "სტოკი" ნახევარმცველ დავიდ სილვას დუბლით დაამარცხა (2:0). ნამატჩევს დავიდმა თავის დღენაკლულ შვილზე ილაპარაკა.
"არ ვიცი რამდენად კარგ ფორმაში ვარ. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, ყველაფერი მავიწყდება. თამაშისას თავს კარგად ვგრძნობ.
მიჭირს პირად ცხოვრებაზე საუბარი. ჩემი შვილი სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ის უკეთაა", - განუცხადა სილვამ BBC-ს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.