"მანჩესტერ სიტის" შესაძლოა ტრანსფერებზე აკრძალვა დაედოს

AutoSharing Option
ფიფა "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა ფეხბურთელების წესების დარღვევის საქმეს განიხილავს.

ორმა აფრიკელმა ფეხბურთელმა ჯორჯ დევისმა და დომინიკ ოდურომ განაცხადეს, რომ არასრულწლოვნების პერიოდში "სიტის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდნენ. ფიფას წესებით კი, აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქის თამაში, სანამ 18 წელი არ შეუსრულდება.

მსაგავსი დარღვევის გამო ადრე სატრანსფერო აკრძალვა ესპანურ კლუბებს: მადრიდის "რეალს", "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეეხო.

ამჟამად ფიფა მსგავს სიტუაციებს ინგლისურ ფეხბურთში განიხილავს და გამოძიებას არა მარტო "სიტის", არამედ ლონდონის "ჩელსის" მხრივაც ახორციელებს.

თუ "ქალაქელების" ბრალეულობა დადგინა, მაშინ მათ იგივე აკრძალვა დაედებათ ტრანსფერებზე,
როგორც ეს თავის დროზე ესპანურ კლუბებს დაედოთ.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული