ჟოზე მოურინიო შეიძლება გადააყენონ

AutoSharing Option
კი ითქვა, რომ "მანჩესტერი" მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს შემადგენლობის გასაძლიერებლად ზაფხულში დიდ ფულს გამოუყოფს და ამის გამო "ოლდ ტრაფორდის" რეკონსტრუქციას" გადადებს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები ფრიად უკმაყოფილონი არიან გუნდის თამაშით და არაა გამორიცხული, პორტუგალიელი სეზონის დასრულებისას გადააყენონ.

ბრიტანული "ექსპრესის" ცნობით, "მანიუს" ხელმძღვანელები შეშფოთებულნი გახლავან იმით, რომ გუნდმა პრემიერლიგაზე ოქროს მედლების მოპოვების შანსი დაკარგა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და თუ ინგლისის თასი ვერ მოიგო, მოუს სამუშაოდან დათხოვნის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

შეგახსენებთ, თასის ნახევარფინალში "იუნაიტედი" "ტოტენჰემს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული