ჟოზე მოურინიო: "მანჩესტერი" გარდამავალ პერიოდშია

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიდინარე სეზონში თავისი გუნდის ასპარეზობაზე ისაუბრა:

"მე მესმის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო გულშემატკივართა იმედგაცრუება, მაგრამ არ მესმის ამ თემის გაბუქვა. გარდამავალ პერიოდში ყველა გუნდმა გაიარა ეს ეტაპი.

პრემიერლიგაზე ჩვენზე წინ მხოლოდ 1 გუნდია, 18 კი უკანაა. რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენზე უკან 19 გუნდი იყოს, მაგრამ ამჟამად რეალობა ასეთია. ჭკვიან ხალხს, ვისაც სპორტი ესმის, ხვდება, რომ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით.

მიუხედავად ამისა, ტურნირების მოგებას და ინგლისის ჩემპიონატზე მე-2 ადგილის დაკავებას ვცდილობთ. ასე მგონია, წინ
სწორი მიმართულებით მივიწევთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული