Daily Star: ტომას ტუხელმა "არსენალთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
გუშინ "ბილდმა" იუწყა, რომ 44 წლის გერმანელმა ტომას ტუხელმა "ბაიერნის" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, რადგან მალე ერთ-ერთ საზღვარგარეთულ ტოპ-გუნდს ჩაიბარებს. თუმცა, აღნიშნულმა გამოცემამ კლუბის ვინაობა ვერ დააკონკრეტა.

დღეს კი "დეილი სტარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტუხელმა "არსენალთან" ორსეზონიანი წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა და ზაფხულში არსენ ვენგერს შეცვლის, რომელიც "მეთოფეებს" სათავეში 1996 წლიდან უდგას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული