ინგლისის ქვედა ლიგაში კლუბი დიდი ანგარიშით მარცხდებოდა და ფეხბურთელებმა მატჩი მიატოვეს

AutoSharing Option
ინგლისის ქვედა ლიგაში 50 მაყურებლის თვალწინ "აბინგდონ იუნაიტედმა" 17:0 მოუგო "აბინგდონ თაუნს". შეხვედრა სტუმრებმა 7 კაცის შემადგენლობით დაასრულეს.

თუმცა, საინტერესო ისაა, რომ მატჩის არბიტრს ფეხბურთელები არ გაუძევებია...

11:0-ზე "აბინგდონ თაუნის" ფეხბურთელთა ნაწილმა მოედნიდან გასვლა დაიწყო და თამაში მიატოვა. 85-ე წუთზე, როდესაც მოედანზე მხოლოდ 7 ფეხბურთელი განაგრძობდა თამაშს, ანგარიში უკვე 17:0 იყო.

სტუმართა ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ ისინი გამწარდნენ და შეხვედრის გაგრძელება აღარ სურდათ. მოედნიდანაც ამიტომ გავიდნენ.

მომზადებულია Fourfourtwo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული