ვან გაალი: გვარდიოლამ "სიტისგან" მანქანა შექმნა, მეც მაგას ვაპირებდი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მენეჯერმა ლუი ვან გაალმა მანჩესტერული გრანდების მწვრთნელების პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს მუშაობა შეაფასა:

"არ მწყენია, რომ ჟოზე მოურინიომ "მანიუს" გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა. ასეთი სამუშაო ყველას უნდა. ეს მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია.

ვფიქრობ, მას ეს უნდოდა. თუმცა, შესანიშნავ გუნდში, "ჩელსიშიც" შეეძლო წარმატებისთვის მიეღწია. ის მეცამეტე ადგილზე იყო, მე კი - მეოთხეზე. თუმცა, არ ვადანაშაულებ.

არასწორად მომექცა ვუდვორდი. მან მითხრა, ყურადღება არ მიაქციო, რასაც გაზეთებში წერენ, ჩვენ შენი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართო. მერე ინგლისის თასი მოვიგე და
გადამაყენეს.

პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად გვარდიოლას ვთვლი. მან "სიტისგან" მანქანა შექმნა, მეც მაგას ვაპირებდი. მას უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. მე "იუნაიტედში" ამის მისაღწევად უფრო დიდი ხანი დამჭირდებოდა. სამწუხაროდ, ეს დრო არ მომცეს", - განუცხადა ლუიმ "სპორტ ბილდს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
სერ ალექსის წასვლის შემდეგ მანჩესტერს ნორმელური მწვრთნელი არ ყოლია მანჩესტერს ფული და ვარსკვლავები არ შემოკლებიათ მაგრამ შედეგს ვერ დებენ რაც პირველ რიგში მწვრთნელების ბრალია ეს იყო სულ ნულით ნულებს რომ თამაშობდა და ეხლა იძახის მანქანის შექმნას ვაპირებდიო მანქანებს მარტო გვარდიოლა ქმნის რაც შეეხება მწვრთნელებს მანჩესტერს მოუხდება პოჩეტინო კლოპი თუნდაც ლუის ენრიკე
ტოტტი
10:08 30-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული