პეტერ ჩეხი: მჯერა, "არსენალთან" ერთად პრემიერლიგის მოგება შემიძლია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მეკარე პეტრ ჩეხმა თავისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "მეთოფეებთან" ერთად პრემიერლიგის მოგებას გეგმავს.

"ლონდონის "არსენალში" ტიტულების მოსაგებად გადმოვედი. ამას ვაკეთებდი "ჩელსიში" და რატომ არ უნდა შევძლო ეს "არსენალში"?

ეს არის ჩემი მოტივაცია და მჯერა, "მეთოფეებთან" ერთად პრემიერლიგის ჩემპიონი გავხდები.

ყოველდღე ვარჯიშზე იმ რწმენით მივდივარ, რომ ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ.

"მანჩესტერ სიტისთან" ახლა სხვაობა 33 ქულაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენსა და პეპ გვარდიოლას გუნდს შორის სიძლიერეში ამდენი სხვაობა ნამდვილად არაა", - აღნიშნა ჩეხმა.

მომზადებულია Bleachereeport.com-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბერდა ეს :))))))
hehe
15:31 30-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული