პეპ გვარდიოლა: კიდევ ერთი მოგება და ჩემპიონები ვართ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის 32-ე ტურში "ევერტონის" დამარცხების (3:1) შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ გვესმოდა, რომ ყოველი შეხვედრა უნდა მოგვეგო. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. ბურთს ვაკონტროლებდით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მწვრთნელის რანგში "ევერტონი" პირველად დავამარცხე. გუნდს ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა და ამის მერე არ იცი, რა შეიძლება მოხდეს.

დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. კიდევ ერთი მოგება და ჩემპიონები ვართ", - განუცხადა პეპმა BBC-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული