კლუბმა 56 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგში წარმატებები უსურვა.
პარდიუმ "ვესტ ბრომვიჩი" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა, თუმცა ალბიონელები კრიზისიდან ვერ ამოიყვანა და გუნდი პრემიერლიგაში დამრჩენ ზონას 10 ქულითაა მოშორებული.
"იადონებს" დროებით დარონ მური დამოძღვრავს.