ინგლისის კლუბის ფეხბურთელები ყოველ მოგებულ თამაშზე ბურგერების საყიდელ ფულს იღებენ

AutoSharing Option
ძალიან საინტერესო წესები აქვს ინგლისის მე-2 ლიგის ბინადარ "აკრინგტონის" მფლობელ ენდი ჰოლტს.

ჰოლტი ყოველ მოგებულ თამაშზე თავისი კლუბის ფეხბურთელებს 200 ფუნტს აძლევს, რათა "მაკდონალდსში" ან სხვა სწრაფი კვების ობიექტში დანაყრდნენ.

მაგრამ, თუ გუნდი მარცხდება, მოთამაშეებს კვება თავისივე ფული უწევთ.

საინტერესოა, რომ ინგლისური კანონებით, ჰოლტს აღნიშნული ქმედების განხორციელება არ შეუძლია, თუმცა ის ამბობს, რომ უბრალოდ, ერთობა და არა კლუბის, არამედ საკუთარ ფულს ხარჯავს.

აქვე გეტყვით, რომ "აკრინგტონი" ინგლისის მე-2 ლიგას ლიდერობს და თითქმის პირველ ლიგაშია გადასული.

გუნდმა მიმდინარე სეზონში 25 თამაში
მოიგო, რითაც ბურგერების საჭმელად 5000 ფუნტი მიიღო.

მომზადებულია Telegraph.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული