ჰარი კეინი: ამ შემთხვევაში სეზონი წარმატებული იქნება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდმა ჰარი კეინმა მისი გუნდის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა მნიშვნელოვანი იყო და "ჩელსის" დამარცხებით მომდევნო წელს ამ ტურნირზე თამაში თითქმის გავინაღდეთ.

უნდა ვცადოთ და მოვიგოთ FA Cup-ი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონი წარმატებული გამოვიდა.

"ტოტენჰემმა" დაამტკიცა, რომ ერთსეზონიანი გუნდი არ არის. ჩვენ ყოველწლიურად ვიზრდებით და ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავი შთაბეჭდილება დავტოვეთ", - აღნიშნა კეინმა.

მომზადებულია Skysports.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული